Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
ქალწულმა ქალმა ემოციების მოთოკვა და დამალვა ძალიან კარგად იცის და უცხოს დასანახად სისუსტეს არასდროს გამოიჩენს. საერთოდ, იგი ყველაფერს კრიტიკულად უყურებს, დაწყებული თქვენი გარეგნობიდან, დამთავრებული თქვენივე სიტყვებით და საქციელით. კრიტიკა მისთვის ბუნებრივი ამბავია, როგორც თქვენთვის სუნთქვა. მაგრამ მისი მიბაძვა არც იფიქროთ. ეს თამაშის წესებს ეწინააღმდეგება. ნუ გააკრიტიკებთ მას. გონებამახვილი ქალწული ქალი საკუთარ ნაკლოვანებებს თქვენზე უკეთ ხედავს და ისევე მკაცრად განსჯის, როგორც უცხოსას. ამიტომ ამ საკითხში თქვენი დახმარება არ სჭირდება. ქალწული ქალი ძალიან შორსმჭვრეტელია, ამიტომ მის მოტყუებას ნუ შეეცდებით. სიმართლე და სილამაზე მისთვის სინონიმებია. იგი გულს მხოლოდ იმას გადაუშლის, ვისაც სავსები