ზარები სდუმან...
საქართველოს კარიბჭის თავზე,
შავი ღრუბელი გაწოლილა როგორც დემონი,
დგას მოთმინების ფიალები სიჩუმით სავსე,
ჩაფიქრებულა შუბლჭაღარა ივერიონი.
გვჩეხდნენ და გვლეწდნენ მომხდურები
ვითარცა ვენახს,
მტერმა რამდეჯერ ცოდვის კალო ცეცხლთან არწია,
არ დავჩოქილვართ, წავქცეულვართ მაგრამ ავმდგარვართ,
საჭრეთლით ქარგეს კლდის ვეფხვებმა კლდეში ვარძია.
მოაჭრიალებს ქორონიკონს დროის ბორბალი,
ღალატის ბილიკს მიჰყვებოდა ყველა მედროვე,
თუ წიწამურთან საქართველო ჩვენვე მოვკალით,
მტერს გზას უბნევდა თრიალეთში ბერი თევდორე.
სდუმან ზარები...
გოლგოთას გზას მიჰყვება ერი,
ღრუბელი ფარავს მირონმდინარ ბებერ გუმბათებს,
ვერგამომცხვარი ჩანაცრულა ის ობლის კვერიც,
და ბნელმოსილებს სანთელიც კი გზას ვერ გვინ
ახლადდაქორწინებ ული ინგლისელი,
ფრანგი და ქართველი ქალები საუბრობენ:
ინგლისელი: მე ჩემს ქმარს პირველივე
დღეს გამოვუცხადე, რომ სახლში არაფრის
გამკეთებელი არ ვარ. ერთ დღე გავიდა – არ
ჩანს; ორი დღე გავიდა – არ ჩანს; მესამე
დღეს რაღაც რობოტი მოიყვანა და ის
აკეთებს სახლში ჩემს მაგივრად
ყველაფერს.
ფრანგი: მეც გამოვუცხადე ჩემს ქმარს, რომ
სახლში არაფრის გამკეთებელი არ ვარ.
ერთ დღე გავიდა – არ ჩანს; ორი დღე
გავიდა – არ ჩანს; მესამე დღეს მოიყვანა
მოსამსახურე და ის აკეთებს სახლში ჩემს
მაგივრად ყველაფერს.
ქართველი: მეც გამოვუცხადე, რომ
არაფრის გამკეთებელი არ ვარ. ერთი დღე
გავიდა – არ ჩანს; ორი დღე გავიდა -არ
ჩანს; მესამე დღეს მარჯვენა თვალიდან
ცოტათი გამოჩნდა …)))))
საწყალო ხორცის ხინკალო,
შენც გაიფუჭე სახელი.
ვინ მოგიგონა პირველად,
იმას დაადგეს ნათელი.
შენი სამშობლო ფშავია,
ბაკანი, ხონჩა, საცერი.
კაი მსუქანი ცხვრის ხორცი,
ქეიფიც იმის საფერი.
წვრილი და კოხტა ნაოჭი,
გაქებდეს შენი მნახველი.
ხონჩაზე იყინებოდეს
წვენი ზედ ჩამონადენი.
იუკადრისე სოფელი,
ასდექ, ქალაქში წახველი.
თეფშებზე წამოგასკუპეს
ერთი უჯმაჯი, სამზნელი.
თავი გაქვ უშველებელი,
ვინ არი იმის შამჭმელი.
გულადაც მწვანილ ჩაგიდვეს,
ცოტ–ცოტა ხორცის ნაჭერი.
სირცხვილით როგორა სჩნდები,
თავის წინაპრის შამრცხვენი.
ქალქაში რასაც გიზამდნენ
ვერ თუ იცოდი მაგთვენი?
როდემდე, ნეტა ვიცოდე, როდემდე უნდა ვღელავდე, როდემდე უნდა ვიწვოდე შენს სიყვარულში ყელამდე. შველა ისევ შენ გეხვეწე, ლექსებს გიწერდი ჩემეულს, ვერ ვთმობ, ვერ გადავეხვეწე შენს მზერას, ღიმილ შერეულს. ისევ მოლოდინს დავენდე. გული შენ ნახვას არ იშლის. დამაცა შუაღამემდე, ფრთები მოვისხა ქარიშხლის. აემ გზას შენსკენ მოვყევარ, არყოფნის ზღვართან მისული. თვალად მგლისფერი მოყმე ვარ, სიკვდილთან ძმადშეფიცული. განა ისე ვთქვი რაიმე, განა ტყუილად ვდიდგულობ? მე კაცი მერქვას, ვაიმე! შენ სხვის მკლავებში გიგულო. ვაითუ შენაც გამწირო, ოი, რა ღმერთი მიწყრების. ქალავ ამ გულის ნაწილო, მიზეზო თავდავიწყების. ვიდრე გრიგალი დანისლავს ზეცის მიბნედილ ლაჟვარდებს. მოვალ შავ-შუა ღამისას, დაგკარგავ გარიჟრაჟამდე. წაგიყვან, ხატად გი