რა მოხდა, თუ ცოტა შემეტყო ასაკი,
იმატა ჭაღარამ მოვერცხლილ ფერებით,
შენ ეს არ იდარდო, გულს ისევ სწყურიხარ,
გელის როდის მოხვალ და მომეფერები..
მოდი და ცის კიდეს შევეხოთ ხელებით,
წლები ლოდინისა წარსულში დავტოვოთ,
კოცნით დავითვალოთ თვალთან ნაოჭები,
აწი ერთმანეთი არასდროს დავტოვოთ.
იმ ბეწვის ხიდზეც კი გავბედავ გამოგყვე,
ოღონდ არ გაგიჟდე, ხელი არ გამიშვა,
მართლა ის პატარა გოგო კი აღარ ვარ,,
სირბილით რომ გსდევდა მდინარის ნაპირთან.
იმ ბაღსაც ვესტუმროთ ნაცნობი ბილიკით,
სადაც გვიხაროდა შეხვედრა, გართობა,
და სკამზე ჩამოვსხდეთ, მკერდზე თავს მოგადებ,
როგორ მსურს ნაცნობი სურნელით დათრობა.
იქნებ გვირილებიც იპოვო იმ ბაღში,
მერე დაკრიფო და გვირგვინიც დამიწნა,
რა მოხდა, ჭააღარა თმაზეც მომიხდ