წამო ზღვის ნაპირზე დავწვეთ გულაღმა და....... გვერდით გადავაგდოთ თავები,,.. ისე ჩამეხუტე ზღვასაც რომ შეშურდეს კოცნით დამილურჟე მკლავები....... რამე მომიყევი ოღონდ დაბალ ხმაზე ყურთან მომიტანე ტუჩები..... გულით დაიფიცე, გულით დაიფიცე,,, მხოლოდ რომ იქნები სულ ჩემი. მოდი წამომყევი ბაღში ვისეირნოთ თმები ამიწეწე ატამთან... სუნთქვა შემიკარი გული გამიჩერე ისევ დამაბრუნე ამ წამთან. თითით დამახატე წელზე ყვავილები ჟრუანტელით ენა დამებას,.. ისე მომეფერე ისე მომეფერე ... სიყვარულის მონა დამერქვას. ახლა ისე მინდა გაზაფხული გული ტყემლის კვირტებს აფეთქებს,, შენი სიყვარულით იმ გემს ვგავარ ტალღა ნაპირებს რომ ახეთქებს... წამო ჩამეხუტე ხელი შემომხვიე მაგრად შემიკარი მკლავები.... წამო ზღვის ნაპირზე დავწვეთ გულაღმ
მოგნატრებია ოდეს ტირილი? ოდესმე ცრემლი მოგნატრებია? თუ გყვარებია ოდესმე ვინმე? ვისიმე ჯავრი თუ გქონებია? ღამე მთვარესთან თუ გძინებია? წვიმაში თმები დაგსველებია? ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია? თვალები ცრემლით გაგსველებია? ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით,ალბათ სიმღერა მოგნატრებია? თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში? თოვლში ყვავილი თუ გიძებნია? თუ გიძებნია ყვავილი მისთვის,ვინც ასე ძლიერ შეგყვარებია? რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ, ამხელა გრძნობა თუ შეგძლებია