შენთვის მიხარია დილა რომ თენდება,
შენი ცხოვრებისთვის როცა ვემზადები.
და მძულს ღამეები როცა მეკარგება,
შენთან დასახარჯი ჩემი საათები.
მაგრამ როცა ვიცი უკვე მშვიდად გძინავს,
მერე მიდუნდება ტვინში რეფლექსები.
ჩემთვის წარმოვიდგენ უკვე შემდეგ დილას,
ღამის მონატრებულს როგორ თბილად გხვდები.
ამას ვერაფერი მართლა ვეღარ შეცვლის,
და არც არაფერი აღარ დამთავრდება.
მარტო წლების გასვლა სახეზე რომ შეგვცვლის,
შენი ნაოჭებიც მაგრად მეყვარება.
შენთვის მიხარია ყველა შემოდგომა,
შენთვის მიხარია ყველა გაზაფხული.
შენთან გამოვხატავ ყველა ნამდვილ გრძნობას,
შენთვის მემეტება ჩემი სიყვარული.
(გიორგი ჩომახიძე)
შემოდგომის ფერებში გაქვს თვალები,
გაზაფხულის სურნელება დაგყვება.
ვერასოდეს, ვერსად დამემალები,
სანამ შენზე სიყვარული გამყვება.
ზამთარივით ხასიათი ცივი გაქვს,
ზაფხულივით იცი ცხელი კოცნები.
შენზე დიდი ფანტაზიის ნიჭი მაქვს,
როცა ნახავ მერე შენც გაოცდები.
მზის ჩასვლაზე რთულად იცი შენ წასლა,
მზის ამოსვლა შენსავით ვერ ანათებს.
შენზე მეტი ახლობელი არ მყავს და,
შენ კი მაინც უშენობას მაყვარებ.
წვიმიანი დღეებივით მიფუჭებ,
და თოვლივით ეფინები ხასიათს.
მე კი მაინც იმ სიყვარულს გაჩუქებ,
პასუხად რომ არაფერი არ მიაქვს.
გიორგი ჩომახიძე 04,09,2017
ძნელია როცა გიყვარს მაგრამ გიწევს დამალო
გინდა იტირო რომ დარდისგან გული დაცალო...
ძნელია როცა მონატრებით გინდა იყვირო
მაგრამ ჩუმად ხარ... ამჯობინებ უხმოდ იფიქრო...
ძნელია როცა ყოველ ღამით სიზმრებში ხედავ
და ამ სიზმარშიც მიყვარხარო თქმასაც ვერ ბედავ...
მართლა ძნელია სიყვარული გულში ჩაიკლა
არავის უთხრა...რომ სიწმინდე მისი დაიცვა...
ძნელია თურმე ღიმილით რომ სევდას მალავდე
თვალებზე მომდგარ ცრემლებს ჩუმად, უხმოდ ყლაპავდე....
ძნელი ყოფილა ყველა გრძნობის გულში დატევა
დევნა ოცნების როცა იცი ის არ ახდება....
ძნელია თურმე, ძნელი სუნთაქვაც იმის გარეშე
ვისაც გული და გონებაც კი ერთად აღმერთებს.
რა არის ცხოვრება? წამებში გავლილი, წუთებად ჩავლილი და წლებად ქცეული, ფინიშთან მისული, ჯაფისგან დაღლილი, წლებისგან ნატანჯი სული და სხეული. ცხოვრება ბრძოლაა, ცხოვრება შრომაა, უაზრო ომია, ჩხუბი და კამათი, ცხოვრება ზოგისთვის უღირსად კვდომაა, ზოგისთვის სცენაზე ნიღბებით თამაში. ცხოვრება ნატვრაში გავლილი დრო არის, ზოგისთვის ლექსი და ზოგისთვის რომანი, უწყვეტი ფიქრია შვილებზე, მომავლის, დარდია, ზრუნვაა, ტკივილი მონაგრის. ცხოვრება უფრსკულზე ნადები ხიდია, ბოლომდე გავლაა ძნელი და საშიში, რწმენა თუ გექნება, უფალი დიდია და წამოსადგომად ძლიერ ხელს გაგიშლის. ცხოვრება ზოგისთვის უძირო ზღვა არის, ზოგისთვის ოცნების ახდენა ნამდვილი, ცხოვრების კიბეზე ასვლაა მთავარი, მწვერვალზე მიღწევა არც ისე ადვილი. ცხოვრება გზა
დედა ...ერთადერთი ადამიანია ამქვეყნად ვისაც უზომოდ და უანგაროდ უყვარხარ..უყვარხარ ისეთი როგორიც ხარ.რაცარუნდა ცუდი იყო დედა ყოველთვის კარგს ხედავს შენში..დედა ერთადერთია ვისაც შეუძლია შვილის გამო საკუთარი სიცოცხლე დათმოს..მოეფერეთ დედებს,გაუფრთხილდით,რაც უფრო ასაკში შედიან ისინი მით უფრო თბილები და ტკბილები ხდებიან,ცოტა წყინთ და ცოტა უხარიათ.გაახარეთ დედები.თქვენი ერთი თბილი სიტყვა მისთვის ერთი წლის სიცოცხლის მომატებაა.ზურგს ნურასოდეს შეაქცევთ დედებს თორემ მოვა დრო და ინანებთ და ეს სინანული გვიანი იქნება..დედის გულის ტკივილს უფალი არ გაპატიებთ იმიტომ რომ უფალსაც ყავდა დედა და იცის რაა დედა-შვილობა..