Предыдущая публикация
შენი ცხოვრებისთვის როცა ვემზადები.
და მძულს ღამეები როცა მეკარგება,
შენთან დასახარჯი ჩემი საათები.
მაგრამ როცა ვიცი უკვე მშვიდად გძინავს,
მერე მიდუნდება ტვინში რეფლექსები.
ჩემთვის წარმოვიდგენ უკვე შემდეგ დილას,
ღამის მონატრებულს როგორ თბილად გხვდები.
ამას ვერაფერი მართლა ვეღარ შეცვლის,
და არც არაფერი აღარ დამთავრდება.
მარტო წლების გასვლა სახეზე რომ შეგვცვლის,
შენი ნაოჭებიც მაგრად მეყვარება.
შენთვის მიხარია ყველა შემოდგომა,
შენთვის მიხარია ყველა გაზაფხული.
შენთან გამოვხატავ ყველა ნამდვილ გრძნობას,
შენთვის მემეტება ჩემი სიყვარული.
(გიორგი ჩომახიძე)
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев