Предыдущая публикация
გაზაფხულის სურნელება დაგყვება.
ვერასოდეს, ვერსად დამემალები,
სანამ შენზე სიყვარული გამყვება.
ზამთარივით ხასიათი ცივი გაქვს,
ზაფხულივით იცი ცხელი კოცნები.
შენზე დიდი ფანტაზიის ნიჭი მაქვს,
როცა ნახავ მერე შენც გაოცდები.
მზის ჩასვლაზე რთულად იცი შენ წასლა,
მზის ამოსვლა შენსავით ვერ ანათებს.
შენზე მეტი ახლობელი არ მყავს და,
შენ კი მაინც უშენობას მაყვარებ.
წვიმიანი დღეებივით მიფუჭებ,
და თოვლივით ეფინები ხასიათს.
მე კი მაინც იმ სიყვარულს გაჩუქებ,
პასუხად რომ არაფერი არ მიაქვს.
გიორგი ჩომახიძე 04,09,2017
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев