"პლანეტის ყველაზე ლამაზიც რომ იყო... არ მოეწონები ვიღაცას... თოვლივით სუფთა და სპეტაკი რომ იყო... ვიღაცა ნაკლს მაინც გინახავს... ყველაზე უმანკო ალალი რომ იყო... არ დაიჯერებს მავანი... უფალთან იყავი სწორი და მართალი... მიწაზე???!არ არის მთავარი... ყველაზე კეთილი დამთმობი რომ იყო... სულელიაო იტყვიან... ისეთებს გაიგებ სიზმრადაც ვერ ნახავ.. აქ ყველაფერი იციან... ყველაზე ერთგული სულ გული რომ იყო... ვიღაცას ეჭვები გადაღრღნის... ნურაფრის მტკიცებას აქ ნუღარ დაიწყებ... ფიქრადაც დარდადაც აღარ ღირს... ამქვეყნად ყველაზე უმწიკლო რომ იყო... ტალახებს გესვრიან მუჭებით... ვერ გადაურჩები მავანთა განკითხვას... ჭაობის მაგვარი ტუჩებით... პლანეტის ყველაზე ლამაზიც რომ იყო... ნაკლს მაინც გიპოვნის ვიღაცა... ვარ
Показать ещё