დაუკითხავად თუ შემიყვარდი,
თუ კი შენზე ფიქრში ღამე გავათიე.
მიყვარხარო თუ კი გამოგიტყდი
სული აგიშფოთე, მაპატიე...
ვიწრო ბილიკებზე დამიღამდა,
სადღაც შარაგზაზე გავათიე,
წინ რომ შენი სახე მომიძღვოდა
თუ კი აქაც შევცდი, მაპატიე...
ნაზი ოცნება თუ დაგიმსხვრიე,
მშვიდი ცხოვრება თუ დაგირბიე,
შენთვის რომ ვლოცულობ სევდიანი,
თუ რამეს ვაშავებ, მაპატიე...
შენი სიხარული თუ მაცოცხლებს,
შენზე დარდი თუ ვერ დავარბიე,
რა ვქნა უნაპიროდ შემიყვარდი,
დამნაშავე ვარ და მაპატიე...