თუ კი შეიყვარებ უნდა გაამზევო,
უნდა გაადიდო, უნდა გააბევრო,
უნდა სავალ გზაზე სითბო მოუხატო,
უნდა ზამთრის სუსხში სუნთქვა დაუთბილო.
თუ კი დაიგულებ, უნდა გაუმართლო,
უნდა უმეგობრო, უნდა უმეგზურო,
უნდა გასაჭირში მხარი გაუმაგრო,
უნდა შეიფარო, უნდა უერთგულო.
თუ კი შეიყვარებ უნდა გააღმერთო,
უნდა ანებივრო, უნდა უაპრილო,
უნდა ყინვიანშიც ია იპოვო და
ფრთხილად, მოკრძალებით თმებში ჩააკინძო...
დიკა სალაყაია