ჩემმა ცოლმა მოისურვა, რომ ერთ დღეს სხვა ქალი დამეპატიჟებინა რესტორანში ვახშმად – შემდეგ?
12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩემმა ცოლმა მოისურვა, რომ ერთ დღეს სხვა ქალი დამეპატიჟებინა ვახშმად. მითხრა, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ვიცი, არსებობს სხვა ქალიც, რომელსაც ასევე ძალიან უყვარხარ და ძალიან ბედნიერი იქნება, თუ მასთან გაატარებ დროსო.
მართლაც, “სხვა ქალი”, რომელსაც ცოლი გულისხმობდა, ოცნებობდა ჩემთან რამდენიმე საათის გატარებაზე. ის დედაჩემი გახლდათ, რომელიც 19 წლის წინ დაქვრივდა.
მე კი სამი შვილისა და სამსახურის გამო მხოლოდ ტელეფონით ვახერხებდი მის მოკითხვას, ნახვით კი წელიწადში ერთხელაც ძლივს ვნახულობდი და მაშინაც გადარბენაზე.
საკუთარ დედასთან შეხვედრაზე ცოლს უარს როგორ ვეტყოდი?! ავდექი და საღ