არც არავისზე მეტი გახლავართ...
არც არავისზე რამით ნაკლები....
ერთი უბრალო გულის პატრონი,
ზოგჯერ უბრალოდ სხვის გულს ვაკლდები....!!!!
მე ორპირობა არ შემიძლია.....
როცა ცრუობენ, მართლა
სხვა ვხდები...
და ვინც ვიყავი მათთვის ოდესღაც,
ვიცი, ვერასდროს ვეღარ
გავხდები....!!!
არც არავისზე მეტი გახლავართ,
არც არავისზე რამით ნაკლები....
მე თქვენს ღირსებებს ვაკვირდებოდი....
თქვენ კი მოძებნეთ მხოლოდ
ნაკლები....
ხოდა ამიტომ, აღარც მჭირდება,
რაც მოვიპოვე ჩემი წვალებით.... უბრალოებას უფრო ვაფასებ,
ვიდრე ნიჭს, დიდი ამპარტავნებით...
/// ანი ნოზაძე////
. . .
ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ არვიცი შური...
ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ არავინ არ მძულს...
ყოველი დილა სიხარულს და სიცოცხლეს მჩუქნის,
სხვა არაფერი ქვეყანაზე ნამდვილად არ მსურს.
ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ვაჯობე ტკივილს...
ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ იღბალი მერგო.
ყველა მოძულის, მოღალატის პასუხად მიკვირს
და მზად ვარ ჩემი ერთგულება გადავუნერგო...
ბედნიერებას არ სჭირდება საფრენად ფრთები,
საკმარისია, კეთილ გულში შემოიხედო.
და ახლა როცა, ყველა წამის სინაზით ვტკბები
არ შემიძლია მოეწყენილად გამოვიხედო...
ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ სიცოცხლე მიყვარს,
ჩემი შვილების თვალებიდან მზე დნება ოქროდ.
იმდენი მზეა,გულიანი სიცილი მინდა,
სიცილი მინდა, ბედნიერის სტატუსით მხოლოდ!
ია ნანეიშვილი
ფერისცვალებას მოგილოცავთ ჩემო თბილებო,
თაბორის მთიდან მობერილი მადლი გფარავდეთ,
უფლის წყალობა ყოფილიყოს თქვენი თანმდევი,
მთელი ცხოვრება და სიცოცხლის ბოლო წამამდე.
ბედნიერება ქცეულიყოს თქვენს თანამგზავრად
და თქვენს ბილიკებს მზე იმედის სხივით ქარგავდეს,
ყველა ტკივილი შეცვლილიყოს სიხარულით და
ბედნიერება გაგყოლოდეთ ზეცის კარამდე.
გქონოდეთ ხვავი და ბარაქა უფლის წყალობით,
იმრავლეთ ისე, რომ არავის აღარ კარგავდეთ,
აგსრულებოდეთ ჩანაფიქრი ყოველ თქვენგანს და
ცრემლის გარეშე მიგეღწიოთ თქვენს მწვერვალამდე.
იმედიანი მომავალი გაგბრწყინვებოდეთ
და ყველა თქვენგანს სულიწმიდის მადლი გფარავდეთ,
გეცხოვროთ რწმენით და შეგეცნოთ ჭეშმარიტება,
ჭეშმარიტება სიყვარულის ნატერფალამდე.
ქეთი ალასანია.