"ჩვეულებრივ დავემშვიდობე, ვერ გავაცნობიერე რა მოხდა. ბოლო წუთამდე მეგონა, რომ არ წავიდოდა, ვერ წავიდოდა.
ბოლოს თვითმფირნავის ტრაპზე იდგა, რომ მომწერა და გავაცნობიერე, რა ხდებოდა ჩემს თავს, როცა ვუპასუხე და მესიჯი აღარ გაიგზავნა...
ის ღამე ტირილში გავათენე, ვერ ვჩერდებოდი, საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი, რატომ დავსუსტი ასე მეთქი.
იმ ღამეს გავაცნობიერე რა მოხდა,
მივხვდი, რომ გათენდებოდა დილა და ამ ქალაქში მარტო გავიღვიძებდი, აღარ დამელოდებოდა სახლთან, უბანში და ვეღარც შემთხვევით ვნახავდი სადმე.
ვიწექი და მეგონა, რომ მარტო ამ ღამეს ვგრძნობდი ასეთ მარტობას.
გათენდა და როცა გარეთ გავედი, მივხვდი, რომ მას არავინ გავდა, საერთოდ არავინ.
აი, მაშინ საბოლოოდ გავიაზრე, რაც ხდებოდა, მაშინ ახდა მთელი ღამის ფიქ