მეგობართან კეთილი იყავი, მსახურთან - მშვიდი. თავხედებთან - ძვირუხსენებელი, მდაბლებთან - კაცთმოყვარე, ანუგეშე ბედკრულები, მოინახულე ავადმყოფები. ნურცერთ ადამიანს ნუ შეიძულებ, სიხარულით მიესალმე ყველას, გაცისკროვნებული სახით უპასუხე, იყავი ყველას მიმარათ კეთილგანწყობილი, გულისხმიერი. ნუ შეიქებ საკუთარ თავს და სხვასაც ნუ გახდი იძულებულს, შენზე ილაპარაკოს.
როცა შესცოდავ, ყოველთვის პირველი ამხილე საკუთარი თავი, სხვებს ნუ დაელოდები,
მკაცრად ნურავის უსაყვედურებ, ნუ ამხელ ნაჩქარევათ,
ნუ განიკითხავ მცირე შეცოდებისთვის, თითქოსდა შენ დიდად მართალი იყო.
შეცოდებულნი შეიწყნარე და სულიერად გამოასწორე ისინი.
წმ ბასილი დიდი