სარკის წინ დიდხანს ჩერდება ქალი,
ეალერსება სხეულს თითებით...
ქუჩიდან უმზერს ათასი თვალი,
სურვილით, შურით და გაფითრებით.ქალი კი დიდხანს იმეტებს ღიმილს
და სხვათა ვნებებს ურცხვად აღვიძებს...
რა დაშავდება, ის ერთი ღილიც
ჩამოწყდეს ახლა შეხსნილ საკინძეს...