ვყიდით ყველაფერს....
**************************************
რიგში ჩადექით ჩინელებო, რიგში თურქებო,
მიწას ჰყიდიან ქართველები, მიწას გროშებად,
მერე ემიგრანტს მოუხმობენ, "დაგვიბრუნდითო",
იქნება თავი აღარ იგრძნოთ სხვისა მონებად.
გაყიდეთ ბარემ ყველაფერი, სინდის-ნამუსიც,
სირცხვილით პირჯვარს როგორ იწერთ უფლის წინაშე,
დიდ ტრიბუნიდან გვპირდებით და ან რა ნამუსით,
დახმარების ხელს გაგიწვდითო, არას ინანებთ.
რუსი ნელ-ნელა გვივიწროებს ქართულ მიწა-წყალს,
თურქი მეჩეთებს გვიმრავლებს და ვაი მამულო,
ჩინელს ქართული უსწავლია, შვილებს იმრავლებს,
გაძლება გქონდეს საქართველოვ, გულდატანჯულო.
უიმედობას გაუდგია ხალხში ფესვები,
ცრემლებნარევი ღიმილია სახეს შემშრალი.
ო... საქართველოვ უფსკრულისკენ როგორ ეშვები,
კმაყო