ერთი მოხუცი ყოველდღე დადიოდა ბაზარში და ხუთ პურს ყიდულობდა
ერთხელ თავის მეგობარს შეხვდა გზაში. მეგობარმა ჰკითხა:
— მითხარი, დღეში ხუთ პურს რატომ ყიდულობო?
მოხუციმა მიუგო:
— ერთს მე შევექცევი, ორს სესხად ვაძლევ, ორით კი ვალს ვიხდიო.
— არ მესმის, — უთხრა მეგობარმა, — ერთი კარგად ამიხსენი, რომ გავერკვიოო.
— აი, რა: ერთ პურს მე თვითონ გეახლებით, ორს შვილებს ვაძლევ, ორს კი — დედ-მამასაო.