ყველაზე მეტად რისიც მჯერა -ეს დედაშვილური სიყვარულია. მას ხომ მართლაც არ აქვს დასასრული, ის წრფელია და გაუცვეთელი. ყველაფერს აქვს თავისი ისტორია, მაგრამ ყველა ისტორიის უკან დგას დედა..იმიტომ რომ ეს არის ის საიდანაც დაიწყო ყველაფერი. მას ახსოვს ყველაფერი, ყველა ნაბიჯი, თითო სიტყვა, მოძრაობა, ჩახუტება,ცრემლი. ის ინახავს ამ ყველაფერს. პირველი ტყვია ამ ცხოვრების მიერ გასროლილი დედას ხვდება. დედას რომლიც გეფარება შენ გაშლილი ხელებით, რათა აგარიდოს ყველანაირი განსაცდელი. პირველად ყოველთვის დედის გული ტყდება როდესაც ნახავს შენს თვალზე ცრემლს... ის არის მეგობარი რომელიც არ გტოვებს სიყვარული რომელიც არ მთავრდება ანგელოზი რომელიც გიცავს, რომელიც შენთვის ლოცულობს. ის ყველაზე ლამაზია, ყველაზე კეთილია, ყ