საღამო მშვიდობის
მრცხვენია ჩემს წინ გამოჭიმული დამპალი კომპიუტერის და მრცხვენია საკუთარი თითების, რომლებიც სასხლეტის მაგივრად ამ თახსირ კლავიატურაზე მოძრაობენ!!! მრცხვენია, რომ სასიამოვნო მომაკვდავი ჯარისკაცის ხმის, თვითმკვლელი ტერორისტის უხეში კივილის, გამაყრუებელი ხმისა და დამფრთხალი ნაბიჯების მაგივრად სასიამოვნო მუსიკას ვუსმენ!!! მრცხვენია, რომ რკინის სადგამიან ფიცარზე კი არა, რბილ საწოლში დავიძინებ ამაღამ!!! მრცხვენია საკუთარი თავის, ფიქრების, ემოციების!!! მრცხვენია ყველაფრის, რითაც მე ნაკლები ვარ ჯარისკაცებზე!!! მრცხვენია ჩემი ქვეყნის სავალი გზის, მრცხვენია ჩემი მთავრობის მაგივრად!!! მრცხვენია!!! ღმერთმა შეგვინდოს!!!