დედის ლოცვა:
ჰოი, სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, მამაო, ძეო და წმიდაო სულო!
გევედრები შენ, უფალო, დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, მტერთაგან ხილულთა და უხილავთა და უცნაურისა სიკვდილისაგან და ღირს ჰყავ ისინი ზეცისასა შენსა სასუფეველსა. დაუსაბამოისა მამისა, თანადაუსაბამოით შენით ძითურთ და ყოვლად-წმიდით და სახიერით და ცხოველისმყოფელით სულით შენითურით, თაყვანის გცემ არსობით და გევედრები, ნუ დახშავ საუნჯეთა შენთა შვილთა ჩემთათვის (სახელები).
ნუ მოიძულებ მეფეო, რამეთუ ხელთა შენთა ქმნილნი არიან. დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ამა სოფლის ამაოებათა ხიბლისაგან, არამედ სრულიად აღავსე გულნი მათნი სულითა შენითა წმიდათა, რათა ყოველნი მათნი საქმენი წარემართნონ
ეს პატარა სალოცავი არის წმინდა გიორგის სახელობის. რომელიც მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოელ გოგნში. როგორც ხედავთ კარი არ აქვს. გადმოცემის თანახმად რამდენჯერაც გაუკეთეს ,ყოველ ჯერზე წმინდა გიორგი ისახება და კარი უმალ ვარდება . სწორედ ამიტომ მას „ კარუგდებელა'' უწოდეს. ეს სასწაულმოქმედი სალოცავი ტყიბულის მახლობლად მდებარეობს სოფელ გოგნში. 23 ნომებერს და 6 მაისს როცა გიორგობა აღინიშნება აქ მრევლის ნაკადი არ წყდება. უმეტესობა ფეხშიშველი მიუყვება ხრიოკიან არც თუ ისე სასიამოვნო გზას (ცენრალური გზიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრია) საოცარი სანახავია, როცა ძალიან ცივა, სუსხია და აი, ამ დროს ფეხშიშველი მომლოცველები ცხვრებითა და მამლებით ხელში მიუყვებიან რთულ თუმცა სანუკვარი ოცნებების ახდენის გზას. დღეს ა