"ქალს, რომელიც შვილებზე გიჟდებოდა, ისიც კი არ ახსოვს, რომ დედაა"
10-10-2016
"მე თუ შემიძლია შვილის გაზრდა, სახელმწიფომ ამაში ფული სხვას
რატომ უნდა მისცეს და შვილები რატომ უნდა დამაშოროს, იმ სხვას ჩემი
შვილები ჩემზე მეტად ეყვარება?!"
ოთხი თვის წინ ბათუმში
როლანდ აბაშიძესა და თინათინ ხიმშიაშვილს ტყუპი ვაჟი გაუჩნდათ - საბა და
შოთა. ძმებს შინ უფროსი დაიკო, 4 წლის ლილე ელოდებოდა. ოჯახის სიხარულს
საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ბედისწერამ ყველაფერი შეცვალა - მამა შინ
ტყუპთან ერთად დაბრუნდა, ცოლი კი საავადმყოფოში უგონოდ დატოვა...
როლანდ აბაშიძე: -
მე და თინიკო სიყვარულით დავქორწინდით, უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით, ახლა
გ