მენატრები... და იცოდე, მედარდები, ვცადე, მაგრამ ვერ გავედი... თუმცა მითქვამს - მე წავედი!.. ახლაც შენს გულს ვებარები, როგორც ბავშვი - გებარები, შენს სუნთქვასაც ვედარები, მტკივა, რომ ვერ გეკარები, გიხსენებ და მემართები რომ ვერ გხედავ, ვგრძნობ, ვბერდები, რამ აღმართა ეს კედლები?.. თუ კი დამთმობ, დავიღლები... არა, უფრო დავინგრევი უშენობით, არ ვიქნები დამიბრუნდი, გევედრები, მხოლოდ შენით დავმკვიდრდები ჰოდა, ისევ გავიშლები და არასდროს გავშიშვლდები... სულში სანთლად აგენთები... და შენს შიგნით ჩავიღვრები... მენატრები... და იცოდე, მედარდები... ვცადე, მაგრამ ვერ გავედი... თუმცა მითქვამს - მე... წავედი
დედამ სევდისფერი ცრემლი დაგატირა,
რატომ წახვედიო, რატომ მიგვატოვე,
როცა შენს ბოლო გზას ერთად გავუყევით,
მაშინ შევიგრძენი ძმაო სიმარტოვე.
იდგა ნოემბერის ურჩი ბოლოები,
თითქოს ეს ამინდიც გრძნობდა უშენობას,
(თავშალწაკრულები იდგნენ გოგოენბი,
არ ეპუებოდნენ თავხედ შემოდგომას.)
მიჭირს უშენობა, იცი? ახლა უფრო,
რადგან სიზმარიდან უკვე გამოვედი,
სანამ მესაფლავემ სულ არ დაასრულა,
გულმა ვერ შეძლო და ახლოს არ მოვედი.
იცი რა ძნელია, როცა შენს საფლავზე
მოსვლა მინდება და მწარედ მეტირება?!
მერე ჩამოვჯდები, გულს რომ მოვიოხებ,
და ჩვენს ბავშვობაზე ჩუმად მეცინება.
წლები ისე წავა, თმებში ჭაღარები
უცებმოფრინდება ძმაო ფიფქებივით,
მიწას დავამძიმეთ მალე აღარავინ
მჯერა საბოლოოდ ერთად შევიყრებით.... ......
მამა, რომელიც 18 წელია ფეხშიშველი დადის . ასეთია მისი ისტორია : 18 წლის წინ ამ კაცს შვილი გაუხდა ავად , ბევრი ეცადა მრავალ ექიმთან მიიყვანა თუმცა ბავშვის ჯანმრთელობა მაინც არ უნჯობესდებოდა , ბოლოს ამ კაცმა შესთხოვა უფალს , გადაერჩინა მისი შვილი და აღუქვა რომ მუდამ ფეხშიშველი ივლიდა. უფალმა შეისმინა მისი თხოვა , ბავშვი გადარჩა და ეს კაცი მეთვრამეტე წელია სიცხესა თუ ყინვაში მუდამ ფეხშიშველი დადის. გთხოვთ გააზიარეთ რომ ყველამ ნახოს!