მამა
ორმოცი წელი სხვაობა
და
ერთნაირი სიღრმის თვალები.
ჩემი გულისთვის...
არ დავიწყებ მიკიბ მოკიბვას,
არც სხვას გავუმხელ
რა ქენი ან რა ვერ შეძელი,
მე რომ ვიცი
შენ რომ იცი
ღმერთმაც რომ იცის
ესეც ძალზედ საკმარისია.
მახსოვს პატარა რომ ვიყავი,
საღამოს შემდეგ,
ველოდებოდი
მამის მიერ გაღებულ კარებს,
და როგორც წესი ამ ლოდინში მეძინებოდა,
მერე ჩემივე უნებურად
ვიღვიძებდი დილით საწოლში.
მიკვირდა.
ადრე
ყოველთვის ახალგაზრდა მეგონე მამა,
ისიც მეგონა არასოდეს დაბერდებოდი,
ახლა კი როცა შენთან
ერთად ვსაუზმობ ხოლმე...
იშვიათად.
შენი ხელები სულაც არ გავს წარსულს,
არც სახე.
ახლა გძინავს და შენი ფიქრიც უსიტყვოდ ვიცი,
სხვა ვერ გაიგებს ამ განცდას
და ისიც კმარა,
რომ მე ვიცი
და შენ იცი
და ღმერთმა რომ