მადრიდისტები
იბრაჰიმოვიჩი:""ბარსელონას" "კლასიკო" მსაჯმა მოაგებინა"
"პარის სენტ ჟერმენის" შვედმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც წლების მანძილზე იცავდა კატალონიის "ბარსელონას" ღირსებას, განაცხადა, რომ "ბარსელონამ" 23 მარტს გამართული "ელ კლასიკო", მსაჯის დახმარებით მოიგო.
"მე "ელ კლასიკოს" ვუყურებდი ტელევიზორში და სიმართლე გითხრად იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც მატჩის ბედი მსაჯმა გადაწყვიტა. მსაჯმა, როდესაც მოედნიდან სერხიო რამოსი გააძევა, მე ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ ამ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, ახლა კი დავრწმუნდი თუ, რატომ დავტოვე კატალონიის "ბარსელონა" და მე ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ".