ქალი? ქალი-მამაკაცის ნატვრისთვალი,გაგაბრუებს და უღვინოდ დაგათრობს,
ცივ ზამთარშიც მოგედება ცეცხლის ალად,სიყვარულით აგავსებს და გაგათბობს.
გადაგაფრენს ოცნებების სამყაროში,გაგრძნობინებს ნეტარებას ბახუსის,
გულს მოგიძღვნის და ალერსად დაგადნება,მიხვდები რა ნაზია და სათუთი.
გაუღიმებ? ათას ღიმილს დაგიბრუნებს,გულს აჩუქებ?-გულის ვარდად გექცევა,
გაახარებ?-გაგამრავლებს, აგაყვავებს და ცხოვრება ნეტარებად გექცევა.
ის ქალია და ცხოვრების თანამგზავრი,შემოგინთებს გულში ვნების გაზაფხულს,
სიკვდილამდე გიმეგზურებს, გიერთგულებს,ეყვარები და არაფრით არ დაგთმობს.
თუმც ნაზია, სიყვარული აძლიერებს,შიში არ აქვს ეკლიანი აღმართის,
თუ უყვარხარ,შეუძლია მოითმინოს,გაპატიოს უნებური ღალატიც.
ნუ გგონია სუსტია და უსუსური ,თუ დასჭირ