ცოდვით გულ-მუცელი მეწვის,
როცა შვილმკვდარ დედას ვხედავ,
წლები ვეღარაფერს შეცვლის,
როცა დედის გული კვდება.
სიტყვა არ არსებობს მისთვის,
ნუგეშს აღარა აქვს აზრი,
გული მწარე ცრემლით იწვის,
ტანჯავს ბედისწერა მკაცრი.
ძილი არ არსებობს მისთვის,
სულში ისადგურებს ყინვა,
აღარ დაბრუნდება, იცის,
გული გახეთქვამდე გმინავს.
სურათს ესალმება დილით,
ეტყვის:"გენაცვალოს დედა,
შენგან განშორების შემდეგ
თვალწინ ვეღარაფერს ვხედავ."
სიკვდილს რომ ჰქონოდა თვალი,
დედის, რომ ხედავდეს ტკივილს,
ვერ გაიმეტებდა ალბად,
დედას გამოსტაცოს შვილი.
ღმერთო, რად მოაწყე ასე,
შენ ხომ ყოვლისშემძლე გქვია,
იქნებ შეგვიცვალო რამე,
სანამ მთლად არ არის გვიან.
მესმის, დედამიწის ზურგზე,
სტუმრად მოსული ვართ ყველა,
დედებს ცრემლი აწვიმთ გულზე,
როც