ღამის სიჩუმე დაარღვიეს ცისკრის ზარებმა
და გავიგონე, უცნაური, ხმა მოლოდინის,
სულში კვდებოდა, ჩემი ნატვრის, ბოლო ვარსკვლავი,
კვნესოდა გული და ტიროდა ჩემში ცოდვილი,
აღარ გელოდი, მაგრამ კართან მაინც შევჩერდი,
ხელში ჩამაკვდა სიყვარული, ცრემლგამოვლილი,
მერე კი თავი დავაჯერე, რომ არ არსებობ,
რომ შენი მზერა, თავად, მქონდა გამოგონილი,
აცრემლებულმა, გაივაკა ჩემმა ოცნებამ,
გზაზე, რომელიც ზეცას ჰქონდა გადათოვლილი,
კიოდა ქარი და სახეში ნამქერს მაყრიდა,
მას გავატანე სიყვარული შენთვის შობილი,
ასე დამთავრდა, სიყვარულის, ეს ისტორია,
კარი მოვხურე, აღარ მიღირს შენი ლოდინი,
შეშველ სხეულზე, მოვიხვიე ის სინანული,
რომელშიც, ჩუმად, ქვითინებდა ქალი ცოდვილი...