რა ძნელი ყოფილა ისეთი ღიმილი,
როცა გული ტირის და შენ კი იღიმი.
რა ძნელი ყოფილა ცრემლების დამალვა,
როცა არა გაქვს უფლება ტირილის.
როცა ცხოვრება კვლავ თავზე გენგრევა,
როცა ფიქრობ რომ დამთავრდა ყოველი.
არ უნდა დაეცე, არა გაქვს უფლება,
ადექი, ნუ სტირი, იყავი ძლიერი.
იწამე რომ ღმერთი არ გტოვებს არასდროს,
იწამე მომავლის, იწამე სიკეთის,
რწმენა და იმედი არასდროს დაკარგო
და მუდამ იქნები ყოველთვის ძლიერი.
14.07.2016
მზია კაპანაძე