30 წლის შემდეგ.....
ნოემბრის ცივი და სუსხიანი
დღე მზის სხივებმა გაათბო,გაანათა,გაალამაზა....
უდიდესი სიყვარულით,მონატრებითა
და ჩვეული სითბოთი შემოგვეგება მშობლიური სოფელი,გურიის მშვენება,ჩვენი აცანა....
სამი ათეული წლის წინ
გამოვიკეტეთ სკოლის კარები,დავემშვიდობეთ უძვირფასეს კედლებს,ამაგდარ ადამიანებს,საყვარელ
პედაგოგებს,რომელთაგანაც ბევრი უკვე გარდაცვლილია(ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები),რამდენიმე
კი ისევ ისე გველოდა საკლასო ოთახში,როგორც
წლების წინ.....მათ შორის-ჩვენი დამრიგებელი,ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, 82 წლის ,მაგრამ მაინც უბერებელი,დედასავით საყვარელი
და ახლობელი ნუნუ მასწავლებელი.....
შეხვედრის სიხარულს კიდევ უფრო გვიათკეცებდა ბავშვობისდროინდელი ლამაზი მ