ოჰჰ,, როგორ მინდა წუთით გავჩნდე შენს სიახლოვეს, ყურთან ახლოს მოგადო სახე და შექისუნთქოო…შენს დანახვაზე ვთრთი უკანასკნელი ფოთოლივით რომელსაც ეს ესაა მოსწყვეტს შემოდგომის ცივი ნიავი, შენს წინ ვცახცახებ თოშმორეული კვირტივით და სანამ მომწყვეტს განგება გაუფურჩქვნელს, ნახევრადმოვლენილს. ვევედრები ყოვლისშემოქმედს უსასრულოდ გააგრძელოს ეს გიჟი წუთი.
მე ხშირად ვნატრობ სივრცებში უხორცო ნავარდს, არ მინდა სითბო,არც სიცივე, არც სველი მოლი და არც სურნელი გაზაფხულისაა...
მხოლოდ ღიმილი შენი ტუჩების და ვერას მავნებს უგრძნობლობა, სიჩუმე და სრული უკუნი, მხოლოდ თვალების სულ სხვა სხივით შეეხე ჩემს გულს და გეფიცები ჯოჯოხეთის ცეცხლსაც ჩააქრობს ჩემი ცრემლები,ჩემი ხელები დაკაწრავენ მდუღარე კედლებს, აიზბერგივით ვიტივ