თუ ადამიანი სრულიად მარტოა, უბედური ან მწუხარეა, ყველაფერს ჯობია გავიდეს გარეთ, წავიდეს სადმე ისეთ ადგილას, სადაც იგი მარტო იქნება ცის, ბუნების და ღმერთის ანაბრა. მხოლოდ მაშინ იგრძნობს, რომ ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც საჭიროა, რომ ღმერთს სურს ადამიანი ბედნიერი იხილოს უბრალო, მშვენიერი ბუნების წიაღში. სანამ ეს ასეა და უთუოდ მუდამ ასე იქნება – მე მჯერა რომ ყოველგვარ ვითარებაში ყველა უბედურებას ეშველება და მტკიცედ მწამს რომ ბუნებას ბევრი დარდის განქარვება ძალუძს”“ანა ფრანკის დღიური”