კვირას, 10 თებერვალს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობის დასახმარებლად. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ლუკა ზაქარიაძე, სანდრო ქადაგიძე, ია ტომაში, მარიტა როხვაძე, ალეკო ცერცვაძე, თეკლა კალმახელიძე, სიონის ტაძრის მგალობელთა გუნდი, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი "ბასიანი", "თსუ-გორდელა", "ანსამბლი ურმული". დასწრება თავისუფალია... გელოდებით ყველას, ძალიან სასიამოვნო კვირა საღამო გელოდებათ...