დაგბედებოდეთ სულის სიმშვიდე,სიხარული, სიყვარული, ბედნიერება,ჯანმრთელობა, ნატვრის ახდენა და უფლის წყალობა!
გიყვარდეთ და ეყვარებით.უფალს ებარებოდეთ!
დამილიეთ ალავერდი იმ მეკვლისა
ოჯახში რომ ფეხს კეთილად შემოდგამს ,
სიუხვეს და სიბარაქეს დაგიბედებს,
დაგილოცავს ფუძეს, ჭერს და მთელ მოდგმას.
დამილიეთ ალავერდი მშვიდობისა,
მშვიდობა ხომ ყველა ტკივილს ამთელებს.
უფლის მადლი, სიკეთე და სიყვარული,
სიხარული დაგვებედოს ქართველებს!
დამილიეთ ალავერდი იმედისა,
ცხოვრებაში სიცოცხლეს რომ ამხნევებს,
თვით სიცოცხლის ალავერდიც დამილიეთ,
დღეგრძელობა ნუ მოგვაკლოს ქართველებს!