სიცოცხლევ ჩემო! დამათოვე ბევრი ყვავილი...
ცხოვრების ნაცვლად ყვავილების ბილიკს გავივლი.
ერთი სიმღერა, ერთი ლექსი კიდევ მითხარი,
მითხარი,ვიდრე კვლავ დაბერავს მსუსხავი ქარი...
დამალევინე! თორემ გული ფერფლად მექცევა
და სიყვარული სიძულვილად გადამექცევა.
მსურს ამ ცხოვრების ავ-კარგობას გავუგო გემო,
შენი სიცოცხლის მინდა შევსვა სიცოცხლევ ჩემო
კიდევ ერთი სევდიანი ფურცელი ჩაიწერა ქვეყნის მატიანეში, სტიქიამ საქართველოს გულისძგერა წამიერად თბილისთან ერთად შეაჩერა... მსხვერპლი მოყვასისა თუ ადამიანურად ტკივილამდე გამოწვეული ქვეყნის ფლორას განადგურებისა...
მაგრამ აქვე "დაცემასთან " ერთად "აღდგომაზეც" მინდა ვილაპარაკო... უდიდესი სიამაყით მინდა ავახმაურო ჩვენი ცამდე აზიდული სიყვარული, თანადგომა, გულისხმიერების ფენომენი და უფალს შევღაღადო: " ქართველების ერთად ყოფნა, დამილოცე ღმერთო!!!
მეგობარი მიგატოვებს, აბა სხვა არ გკიდია?
ვისაც ჩემგან წასვლა უნდა, წასასვლელი დიდია!
წავლენ, როცა გაჭირვებულს შემხედავენ დაცემულს,
ძლიერს როცა მიგულებენ, კარს მშეიცვალა ყველაფერი, ბევრი დიდი ბავშვია,
მე როდესაც მშიერი ვარ, ჩემს მეგობარს არ შია.
მე როდესაც ჭირი მაქვს და მეგობარი ერთობა,
ზუსტად მაშინ იღუპება, ჩვენი ურთიერთობა.ზუსტად მაშინ იკარგება მეგობრული გაგება,
როცა ლხინში კარს შემოლეწს, ჭირში დამემალება.
მხოლოდ ერთი რაღაც მიკვირს, ბილწით რატომ სვრით ყელებს,
და მიზნების მისაღწევად მეგობრებს რად იყენებთ.როცა მისთვის მემეტება სული, გული, ძალ-ღონე,
ირგვლივ ახლებს მოიკრებს და შექმნის მდიდრულ საღორეს.
დღეს ასეთი მეგობრები სამი კილო ლარშია,
მოგიკითხავთ ყველას ერთად, ანუ საქმე რაშია,მოკლედ ვიტყვ