საუკუნეების სიღრმეში დამარხული საიდუმლო - ლანჩანოს სასწაული
ეს ამბავი VIII საუკუნეში მოხდა. იტალიის ქალაქ ლანჩანოს ეკლესიაში წმინდა ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულება მიმდინარეობდა, მაგრამ ლიტურგიაში მონაწილე ერთ-ერთი ღვთისმსახურის გულში ეჭვიანობას დაებუდებინა: სიმართლე იყო თუ არა, რომ ღვინო და პური მართლაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს წარმოადგენდა.
ისტორიამ არ შემოგვინახა ამ ბერის სახელი, მაგრამ მის სულში ჩასახლებული ეჭვი გახდა იმ სასწაულის მიზეზი, რომელმაც დღევანდელობამდე მოაღწია.
ბერი ცდილობდა განედევნა ეჭვები, მაგრამ ისინი მისდაუნებურად არა და არ ტოვებდნენ მის გონებას:"- რატომ უნდა დავიჯერო, რომ ღვინო სისხლად გადაიქცევა, ხოლო პური-ხორცად? ვინ დამიმტკიცებს, რომ ეს სიმართლეა? მით უმეტეს, რომ ისი