ღამეა სიბნელე, სიმშვიდე განმიდგა,
ფიქრი და დარდი წვეთ–წვეთად აზვირთდა,
მძიმეა ხვედრი,ცხოვრება კაცისა,
რომელიც გზაზე ნამუსით გავიდა
მრავალნი ცოცხლობენ დასაბამიდან,
ცოცხლობდე–ცხოვრობდეს არ ნიშნავს ნამდვილად,
დიდება ეს იმ კაცს ვისი წასვლისას
ალალი გულით მრავალი ატირდა.
შესანდობარი მე მინდა დავიდგა,
ადამიანის ვინც ზეცად ავიდა,
და სანამ ნათელში იმ ქვეყნად წავიდა,
ირგვლივ მყოფთ სიკეთეს და სითბო აწვდიდა.
/მერაბ ქვარაია/
ამ ლექსში შენ ამოგიცანი მა შენ დაგინახე....
მართლა კარგი იყავი სუფთა, ურეკლამო,სამართლიანი ყველასთან და ყველაფერთან.მიყვარდი როგორც მშობელი და გაფასებდი როგორც ღირსეულ ადამიანს,დღეს უბრალოდ მენატრებიიიიიიიიიიიიიიიიიი .დგეს შენი დაბადების დგეაა მა და გილოცავ