ქალბატონობას ვერაფრით ვიხდენ გლეხის „გოგონა“, კაბის კალთაზე ისევ სოფლის მტვერი მაყრია, ხშირად სიმართლე მოჰგავს ცაზე მეხის გავარდნას და განვლილ კვალზე მესმის ხალხის ხმები ავყია. ვერასდროს შეძლებს ამაყი სული ალბათ მონობას, სიცოცხლის ფასად მიღირს ახლა სიტყვა მართალი, თუ გლეხის ქალი, ვერ მოვიხდენ ქალბატონობას, ვერც ვერა ტყუილს ვერ მოიხდენს უბრალო ქალი. ჰოი, სურვილო სიყვარულის, იქნებ გამიძლო, ერთი ცხოვრებით უკმაყოფილო გრძნობების მძევალს, მზე არის ჩემზე დანიშნული, სულის სასიძო, და სხივით მმოსავს გლეხის გოგოს, უბრალო მხევალს.