12 ივლისის ღამე იყო, ცხელოდა, მაგრამ მე ყინვისგან გავითოშე. დამეუფლა შეგრძნება, რომ ვკვდები და პირიდან სული ამომდის. ბოლოს, ჩემ თავს ზემოდან ვხედავდი, ხის ძირში მძინარეს. ამ დროს, ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ვხედავ სამ ნახევრად გამჭირვალე სუბსტანციას. ვიგრძენი, თითქოს რომელიღაც ანგელოზმა ხელში ამიყვანა და ძალიან გავთბი. ჩემს ზემოთ იყო ეს სამი სუბსტანცია. პარალელურ სამყაროში გახლდით, სულ სხვა შეგრძნებები დამეუფლა. ყოველგვარი ადამიანურისგან გავთავისუფლდი. მომემატა თვალთახედვა, ყურთასმენა. საოცარი შეგრძნებები დამეუფლა. შუაში ვიყავი მიწიერ სამყაროსა და ამ სამ სუბსტანციას შორის. მახსოვს, ვფიქრობდი, ადამიანებმა რომ იცოდნენ, სიკვდილი რა ბედნიერებაა, ყველა თავს მოიკლავდა-მეთქი. ეს სამეული თითქოს მაჩვენებდა, რომ ჯოჯოხეთი კუპრი და ცეცხლი კი არ არის, არამედ, აქ დედამიწაზე გავდივართ ჩვენ-ჩვენს წილ ჯოჯოხეთს. (მე ახლა ნამდვილად გავდივარ ჯოჯოხეთს, ამაზე მეტი რაღა უნდა დამემართოს?!). მახსოვს ვითხოვე, ახლა ნუ წამიყვანთ, საქმეები, ვალდებულებები მაქვს – დისშვილები, დედაჩემი… მოვაწესრიგებ ყველაფერს მალე და უპრობლემოდ წამოვალ-მეთქი. ასე დავუბრუნდი სხეულს და გავიღვიძე კიდეც! დილას ცუდად გავხდი, ხუთვები დამეწყო, შეტევები. თან ისევ ეს პანიკური შიში… კლინიკაში გამოკვლევისთვის დავწექი. დასაბმელი გიჟი ვიყავი. მეგონა გავგიჟდი… დასამშვიდებელ წამლებს მიკეთებდნენ, ამან სულ ამშალა… ჰალუცინაციები დამეწყო. ამ დროს თურმე სანდრო აღარ მყავს, მაგრამ მაშინვე არ მითხრეს. სანამ ამერიკიდან ჩამოასვენეს, მთელი ის პერიოდი არ გამაგებინეს. გამიფრთხილდნენ, არადა, ლამის კედლებზე გავდიოდი. რაღაც ხდება, რაღაც ხდება-მეთქი, ფიქრი არ მტოვებდა, თავი მეხდებოდა საშინელი ფიქრებისგან. სასულიერო პირებს რომ მოვუყევი, მოგვიანებით, არავის გაკვირვებია ჩემი ამგვარი მდგომარეობა. მითხრეს, შეცდომა დაუშვეს, რომ მაშინვე არ გითხრეს, უფალი იმდენ განსაცდელს აგზავნის, რამდენის გაძლებაც შეუძლია ადამიანსო. როცა ნათესავმა ბერმა დანიელმა, სანდროს ჩამოსვენების წინა დღეს, ეს ამბავი მითხრა, მე თითქოს იმ წუთას დავმშვიდდი. ხომ ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილას, ეს საშინელება მითხრეს თუ არა, სიმშვიდემ დაიწყო მოსვლა.“
და ბოლოს…
„შვილმკვდარი მშობელი თავადაც მკვდარია, ის არ ცხოვრობს, ის არსებობს. შიგნიდან გამოშავებული მაქვს ყველაფერი, სული, ხორცი, ძვალი – ეს ყველაფერი მტკივა. რა ძლიერი ხარო, მეუბნებიან. ეს გარედან ჩანს, ალბათ, ასე. ჰაერი, რომელსაც ჩავისუნთქავ, ისიც კი მტკივა. სული სულ შავი მაქვს. შვილებს მინდა მივმართო – თავებს გაუფრთხილდით, თუნდაც იმიტომ, რომ მშობლებს ნუ დახოცავთ! იცოდეთ, რომ როცა თქვენ კვდებით, ჩვენც მაშინვე ცოცხლად ვიხოცებით, რაც ფიზიკურად სიკვდილზე ბევრად უარესია.
დაგვინდეთ, ნუ მოგვისწრაფებთ სიცოცხლეს
Комментарии 10
Amitom viyved unda aradacabuli da exla gmertma icis rom rasac veer mgonia me ar var iseti cala dameufla ravici ara 13ricxvi kargia asetebs nugar dadebd isedac dacabulua adamianebi
Vkitxulobdi da ganvicdidi calian
Gnertma yvela dedas yvela musiwshvili kargad umyofos amin