ჩემო საყვარელო დაიკო ქეთი, გილოცავ დაბადების დღეს. უფალმა მრავალი ბედნიერი, სიხარულითა და სიკეთით სავსე წელი შეგმატოს. იყავი დღეგძელი, მზეგრძელი, არასოდეს მოგკლებოდეს ახლობელ და ერთგულ ადამიანთა სიყვარული და თანადგომა.შენ ჩემთვის უძვრფასესი მეგობარი ხარ, ჩემი სულის თანაზიარი, მინდა რომ დღეიდან მრავალი ათეული წელი ერთმანეთის სიყვარულში გავლიოთ. მენატრები, ტკივილამდე მენატრები. მალე ერთად გვეზეიმოს შენი დაბადების დღეები. იმრავლე და იხარე შენს უსაყვარლეს და ულამაზეს ოჯახთან ერთად. უფალს ვთხოვ რომ თავისი მადლით აავსოს შენი გზა-სავალი, რადგან შენ ჩვენთვის იმედის უქრობი კელაპტარი ხარ... დიდხანს, დიდხანს იკაშკაშე... უყვარხარ შენს ლიკოს გულში, ჩემო ნათელო ბავშვობავ...