✿⊱╮.•*¸¸.•*¨*•♫♪♫რატომ არ წერენ მამაზე ლექსებს ? ალბათ დედაა უფრო მთავარი, მამა არ აფრქვევს ქალივით ცრემლებს, მაგრამ გული აქვს შვილზე დამწვარი; თითქოს მკაცრია,ერთი შეხედვით, ცრემლს არ განახებს,მოგერიდება, მაგრამ მამის გულს თუ შეეხები, იგრძნობ დარდისგან როგორ ღვივდება; მამის თვალები,მზრუნველ ფიქრებად ჩუმად,უთქმელად გვფარავს და გვიცავს. და როცა ერთხელ აღარ იქნება, მდუღარე ცრემლით ვუსველებთ მიწას; ეჰ,მამას აწი ვინ გამიცოცხლებს? რა დამრჩენია,ვინატრო უნდა. გავიმეტებდი უხმოდ სიცოცხლეს, რომ ერთი წუთით მენახა თუნდაც; სულ ერთი წუთით დამიდგეს გვერდში, სულ ერთი წუთით მოვხვიო ხელი, მერე ჩავემხო მის ძლიერ მკერდში და პატიება ვევედრო წრფელი; ეჰ,გვიანია სიტყვები ნაზი, ის დამრჩენია,ვეფერო საფლავს. სინანულს მ