Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
აღარ მიყვარხარ, სარკევ,
განგებ გარიდებ თვალს.
რადგანაც ჩემი სახე
იმ ძველს არაფრით ჰგავს..
ნაოჭი დასდევს სახეს,
ჩინიც დააკლდა თვალს..
სიბერე მოდის ნელა,
უღონოდ მიკრავს თავს...
შენ რას გემდური , სარკევ,
სიბერის დარდი მკლავს...