ოცნებები ეშვებიან დაბლა.
მიუყვება ფიქრი უცნობ ნაკვალევს,
ავიწყდება სულიერი დაღლა.
–––––––––––––––––––––––––
არ ანაღვლებს მომაკვდავი სხეული,
წარმოსახვით გარს ყველაფერს უვლის,
არც წარსულის გვერდი ამოხეული,
უმძიმს მხოლოდ სიმარტოვე გულის...
––––––––––––––––––––––––––––
არ ქვრებიან სევდიანი თვალები,
იმედი ხომ მაინც ბოლოს კვდება,
რაღაც გრძნობა მთელი იდუმალებით,
ინთება და მოაქვს თითქოს შვება.
––––––––––––––––––––––––––––––
ეს არ არის სიყვარულის ნიშნები,
სამწუხაროდ მხოლოდ უფლის რწმენის,
ერთის მხრივ კი აღარ არის შიშები
განშორების ,ღალატის და წყენის...
–––––––––––––––––––––––––––––
ჩუმი ღამე ! ფიქრი სევდის თანხლებით.
მოლოდინი თითქოს რაღაც ახლის,
დაკარგული მიზნები და ზრახვები,
პატიმარი საკუთრაი სახლის.
––––––––––––––––––––––––––––––
სავსე მთვარე დახატული ფანჯრებში,
ნახევარი სახე განცდებს ამხელს,
მეორე კი დაჩრდულული ტანჯვებში,
პიროვნების გაორებას ახდეს.
––––––––––––––––––––––––
სდუმს სამყარო მეტყველება მუნჯდება,
მაგრამ ზოგჯერ წერაც ყოფნის სიტყვებს,
შავი ცა კი ფერს იცვლის და ლურჯდება,
დასაწყისს კვლავ დასასრული იწყებს.
––––––––––––––––––––––––––––
საათზე ექვსს უჩვენებენ ისრები.
ქრება ღამე ,კვალი რჩება არსად,
თენდება და მოსეირნე ფიქრები,
იძინებენ ღამურების მსგავსად


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев