
როცა დავკარგავ სიცოცხლის ძალებს,
როცა მეწვევა სიკვდილი სტუმრად,
მაშინ ვიღაცა დამინთებს სანთლებს,
ჩემი სულისთვის ილოცებს ჩუმად.
-------------------------------------------
ვინ დამიტირებს არ ვიცი ჯერაც,
ან ვინ ჩაიცმევს ჩემსგამო შავებს,
თუმცა იქნება ვიღაცა მჯერა,
და ამ იმედით დავხუჭავ თვალებს.
----------------------------------------
რა შეიცვლება უჩემოდ ნეტავ?
ვინმე მახსენებს მე თუნდაც მორცხვად?
მე ძეგლს არავინ დამიდგამს ქვეყნად,
მაგრამ შევრჩები ზოგს გულში ცოცხლად.
-------------------------------------------
როცა დავკარგავ სიცოცხლის ძალებს,
გამოვაკლდები თბილისის ქუჩებს,
მოვენატრები ალბათ ჩემს კალმებს,
მოვენატრები ცარიელ ფურცლებს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1