Свернуть поиск
Правая колонка
ან გაოცდებით, ან დამამცირებთ,
ან საკრიტიკოდ ენებს მომისევთ,
ანდაც უბრალოდ გულში დამცინებთ.
-----------------------------------------------
გთხოვთ არ გეგონოთ ამით უგრძნობი,
მინდა ვაჯობო დიდ გალაკტიონს,
ვიცი ბევრისთვის ჯერ ვარ უცნობი,
გვარიც არ მიგავს მე ბაგრატიონს.
------------------------------------------
მაგრამ ესარის ჩემი მიზანი
და მე ვერავინ ვერ შემაჩერებს,
მიგრძელდებიან სანამ ღვთის გზანი
და სანამ ბედი ჩემს ცხენს აჭენებს.
--------------------------------------------
რა დამრჩენია აბა სხვა მეტი?
თქვენ არას გერჩით, წარსულს ვჩივი მე
და თუ უხეში მაქვს მე აქცენტი,
მე მაპატიეთ თქვენი ჭირიმე.
-------------------------------------------------
მინდა რომ თქვენთვის რითმით ვგალობდე,
მიწას ვეტრფოდე, მზეს, ზღვას, ქარს, მდელოს,
ხან ჩემსას, ხან კი თქვენსას ვამბობდე
და ვემსახურო ჩემს საქართველოს.
--------------------------------------------------------
სანამ ვუწოდე ჩემს თავს პოეტი,
მე უამრავი ღამე ვათენე,
ნაშრომს რომ გრძნობა ჰქონოდა მეტი,
გული, გონება არ დავასვენე.
------------------------------------------------------
რას შეადარებთ ამას თუ იმას,
ეს უკვე თქვენი განსასჯელია,
ვიცი მისია მართლაც რთული მაქვს,
თუმც მხარში მედგეთ განა ძნელია?
-----------------------------------------------
მე ჯერ წიგნიც არ გამომიცია,
ზოგს კი აქვს რვა თუ ცხრა ტომიანი,
მაგრამ ვინებმაც ვინ ვარ იციან,
მათ უყვართ მერაბ ხატოიანი.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев