Свернуть поиск
Правая колонка
ეს ცხოვრება მოძალადე ქარია
აღარ იცის ვისი თავი მოგვტაცოს,
თუმც ეს კარგვა ხშირად ჩვენი ბრალია
ჩვენი გული რომ ღელავს და რომ ნატრობს.
---------------------------------------------------
მომავალზე ზრუნვითა და ოცნებით
მეგობრები გვეცლებიან დრო და დრო,
ზოგს ვკარგავთ და ზოგს იმდენად ვშორდებით
ვერ ვახერხებთ მასთან მისვლას რომ ვნახოთ.
---------------------------------------------------------
მათ შორის კი ისეთებიც არიან
ბავშვობიდან სულ რომ ერთად ვიზრდებით,
მათი კარგვა ძალზედ დიდი დარდია
ამას ზოგჯერ ვერც კი ახსნი სიტყვებით.
------------------------------------------------
ეს ცხოვრება მოძალადე ქარია
რასაც ვებრძვით სასიკეთო მიზნებით,
თუმცა წლები უსამართლოდ გადიან
რაზეც მხოლოდ ზრდასრულები ვფიქრდებით.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев