ესპანეთის ეს ერთ–ერთი ავტონომიური გაერთიანება აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს. 27 წლის ფეხბურთელი პედრო როდრიგესიც წარმოშობით კანარის კუნძულებიდანაა. ასევე არიან მარიო (2003/04) და ხეფრენი (2008/11). ეს უკანასკნელი ვენესუელაში დაიბადა, თუმცა მისი ოჯახი ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე მაშინ დასახლდა, როდესაც ფეხბურთელი ჯერ კიდევ ერთი წლის იყო.
რაც შეეხება დანარჩენ 17 ფეხბურთელს, მათი სახელები და თამაში, ალბათ, მხოლოდ უფროსი თაობის წარმომადგენლებს თუ ემახსოვრებათ. აღნიშნული 17 ფეხბურთელიდან კი ერთ–ერთი გამორჩეული ხერარდო მირანდა გახლდათ, მან "ბარსელონაში" 1981 წლიდან 1988 წლამდე იასპარეზა და 279 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეუძლებელია ისაუბრო კანარელ ფეხბურთელებზე და არ ახსენო ანხელ აროჩა. მან "ბარსელონას" რიგებში 207 მატჩში 215ჯერ აიღო მეტოქის კარი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев