Ნეტა იცოდე როგორ მიჭირს უშენობა, ნეტა იცოდე როგორ მენატრები ხოლმე, მახსოვს მიყვარხარო სულ რამდენიმეჯერ მითხარი, თან ისე ჩუმად ისე ხმადაბლა, ახლა ვფიქრობ ხომ არ მომეჩვენა მეთქი. Გუშინ ლექსი დავწერე, შენს გულზე მეტად შენს თვალებს ვენდობი მეთქი, და მართლა ასეა, შენი თვალები უფრო მეტყველია, მე მიყვარს შენი თვალები, გულიც მიყვარს, მაგრამ გული თავგზას მიბნევს, თვალებია ერთადერთი რომელიც არ ტყუის. Მე შენი თვალები მიყვარ, იცი, მე ვიცი რომ შენი სიყვარულის ღირსი არ ვარ, მაგრამ შენს თვალებს, და ჩემს გულს , ვერაფერი მოვუხერხე. Შენი თვალები კვლავ მეძახიან ვიცი მე არაფრის ღირსი არ ვარ ვიცი მითუმეტეს შენგან ჩემ გამო იმდენი ტკივილი გადაიტანე ყველა სხვა ნორმალური ჩემ ადგილას ალბათ თავს დაგანებებდა და მთელი ცხოვრება თავდახრილი ივლიდა მე კი მე ალბათ არანორმალური ვარ მე თავს შენი სიყვარული მაწევინებს მაღლა ამიტომ მაპატიე ჩემი თავაწეულობა შენც ხომ სულ გადარეულს მეძახი ახლა ვფიქრობ ალბათ მართლა გადარეული ვარ და ეს გადარეულო ბაც მაპატიე მაგრამ ეს გადარეულო ბა შენი თვალების ბრალია იცოდე ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ ნეტა იცოდე როგორ მენატრება ახლა შენი თვალები ნეტა იცოდე როგორ მიჭირს უშენოდ იცი ახლა რომ მოვკვდე დარწმუნებული ვარ იქაც ვერ გავძლებ შენი თვალების გარეშე მე შენმა თვალებმა მასწავლა სიყვარული და უმორჩილესად გთხოვ ნუ დამტოვებ შენი თვალების გარეშე უშენოდ მე ბრმა ვარ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев