ხანაც ხასიათს მაბრალიან მარტის, თავნებას,
არეული აქვს ხასიათი მისი თვესავით,
ქალია, ძალზე უგულო და მეტად თავნება..
არ ვიცი ვინ ვარ, ცხოვრება ვარ ალბად წარსულის,
ეს უგულობაც ბავშვობაში მყოფი წლებია,
ის ხასიათი არეული მარტის თვესავით ,
ჩემში რომ ცოცხლობს უღიმღამო ნაბიჯებია.
თუკი ვიცინი სიცილსაც აქვს მისივე ფასი,
ნეტავ იცოდეთ ამ ღიმილში რა გამიცია,
სიცოცხლეს გავცემ ჩემი ყველა ღიმილის ფასში,
თუკი ამ ღიმილს დაფასებაც გააჩნია.
ჩემზე ამბობენ, თავნებაა უგულო მარტი,
ამინდის ყველა ხასიათებს ჩემში ითვლიან,
თუკი ცხოვრება კარუსელზე დამიტრიალეს, თქვენ რა გგონიათ , შეჩერება არ შემიძლია?!
ჩემზე ამბობენ ცხოვრებაა აქვს ძალიან რთული,
საუბედუროდ ნელა- ნელა ჩემგან მიდიან,
მე თუ ქალი ვარ არეული ჩემივე მარტი,
ჩემს გაზაფხულზე გაღიმებაც კი შემილია..
..
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев