ან უნდა გავგიჟებულიყავი ან უნდა დამევიწყებინე.
ვიჯექი საათობით და ვფიქრობდი.
ცუდსა და უარესს შორის რომელი იქნებოდა მარტივი.
არც ერთი მემარტივებოდა.
არც ერთი მეადვილებოდა.
ჩემს თავს ვეკითხებოდი,როგორი ცხოვრება მენდომებოდა.
სადაც საკუთარი პიროვნება დამრჩებოდა,მაგრამ შენი ნაკვალევი წაიშლებოდა.
თუ სადაც ჩემს ცოცხალ თავს,ყოველდღე ორმოში ჩავაგდებდი და ვუყურებდი როგორ დალპებოდა.
უჰაერობისგან,უნდობლობისგან უბედურებისგან როგორ გაიხრწნებოდა.
მაგრამ სიკვდილის წამამდე ემახსოვრებოდა,რომ უყვარდა.
ვიჯექი,
საათობით,
დღეობით,
კვირაობით
და ვფიქრობდი პირველად ჩემს სიცოცხლეში, მე როგორი ცხოვრება მინდოდა.
ჩემთვის კარგი რა იქნებოდა…
მახეში გაბმული მხეცივით, ხან ერთ მხარეს ვაწყებოდი,ხან მეორე მხარეს და გზას,რომელსაც უნდა გადავერჩინე არ ჩანდა…
არაფერს უჩანდა დამთავრება,არაფერს უჩანდა ბოლო წერტილი.
წერტილებს ისევ მძიმეები ცვლიდნენ და მერე ისევ მრავალ წერტილი.
მე კიდევ არ ვიცოდი,როგორი ყოფნა-არ ყოფნა მენდომებოდა.
სანამ ერთ დღეს ჩემი თავი არ შემეცოდა,
როგორ ვიჯექი სუსხიან შემოდგომას მოკლე მკლავიანი მაისურით.
მაშინ მივხვდი,რომ ასეთი, ზუსტად ასეთი ცხოვრება თუნდაც საკუთარი თავის ყველაზე ცუდი ვერსია ვყოფილიყავი, ოღონ საკუთარი თავი მყოლოდა!
იმ დღეს უკანასკნელად ვთქვი,რომ შენი ცხოვრების ყველაზე დიდი დანაკარგი ვიქნებოდი.
შენი გავლილი წლების,
ჩავლილი ოცნებების,
დაკარგული გრძნობების.
პირობას გაძლევდი რომ ასე იქნებოდა.
შენ იცი,მე არასდროს ვცდები,
მხოლოდ ხანდახან,როცა საკუთარ თავს ვკარგავ…
მაგრამ
როცა ამას ვამბობდი, მე ჩემი საკუთარი თავი გვერდით მყავდა!
რომ არ გავგიჟებულიყავი უნდა დამევიწყებინე.
ორო არჩევანი მქონდა..
მე ჩემი თავი ავირჩიე❤️
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев