Предыдущая публикация
“არ მომენატრა” ვატყუებ კედლებს…
ფანჯრებთან წვიმის წვეთების დროა ..
მზე მსურს დავხატო… ვამბობ - მ ე შ ე ვ ძ ლ ე ბ !!!!
ვერ ვეგუები წვიმასთან ყოფნას
თან ჩემს საყვარელ შენს სურნელს ვეძებ..
ყავასთან ერთად თამბაქოს დროა..
თავს დავანებებ… ამასაც შ ე ვ ძ ლ ე ბ..
ვიცი შორს დგახარ , შენს ირგვლივ ბრბოა..
და მეც შორიდან ვერ ვახდენ ეფექტს..
შენსკენ ნაბიჯის გადმოდგმის დროა??
ერთად გამართულ სიარულს შევძლებთ…
შენ ისევ რჩები იმ მნიშვნელობად..
რონელსაც ვუშვებ თან ვიხმობ ჩემსკენ..
სიყვარულისთვის ყოველთვის დროა..
თავს შეგაყვარებ?? მე ვფიქრობ შ ე ვ ძ ლ ე ბ …
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев